Sunday, February 16, 2014

დღე მეექვსე

დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. ერთი მხრივ იმით, რომ შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი ნაწილი დავასრულე, მეორე მხრივ კი საინტერესო სიახლეებს დავეუფლეთ. სასიამოვნოა როცა სამუშაო ფინალისკენ მიდის. დღეს ვისწავლეთ იუთუბში ვიდეოს მონახვა და ბლოგზე ატვირთვა, ასევე დრაივში კითხვარის შექმნა, რაც დაგვეხმარება ვაწარმოოთ გამოკითხვა ინტერნეტში ჩვენთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით. ასევე კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი პრეზენტაციებს და გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. გაკვეთილის გეგმაც თითქმის დასასრულს უახლოვდება, ჩემთვის ერთ-ერთი პრობლემური და საპასუხისმგებლო სწორედ შეფასების რუბრიკა აღმოჩნდა,გამიჩნდა უამრავი კითხვა, იმედია შევძლებ ოპტიმალური ვარიანტის შექმნას.

No comments:

Post a Comment