Friday, February 28, 2014

დღე მეცხრე

ჩვენი ტრენინგი დასრულდა, დღეს საბოლოდ გადავხედეთ ჩვენს პროექტს და მის დამხმარე რესურსებს, მოვაწესრიგეთ ყველა საქაღალდე და წარვუდგინეთ აუდიტორიას, მოვისმინეთ რჩევები ტრენერისაგან ასევე თანამშრომლებისაგან. სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ნახვა, მითუმეტეს როცა ახალ ცოდნას იძენ. მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საინტერესო იყო, დაღლის მიუხედავად, ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდეთ საქმეს და წარმატებითაც გავართვით თავი. უახლოეს მომავალში ახალი ეტაპი დაიწყება. მე ჩემი მოსწავლეების პასუხისმგებლობის და შესაძლებლობის იმედი მაქვს და მჯერა პროექტს განვახორციელებთ და საინტერესო პრეზენტაციას შევთავაზებთ აუდიტორიას. გიორგი არავიაშვილს ვუხდი დიდ მადლობას ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის მონაწილეებს.

1 comment:

  1. ვუერთდები თქვენს მადლობას ქ-ნო ნაზი.

    ReplyDelete