Tuesday, February 11, 2014

დღე მესამე



        დღეს მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულეთ. დავასრულეთ ბროშურები, გავეცანით ჯგუფის წევრების ბროშურებს, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისაგან. ყოველივე ამის დასრულების შემდეგ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და შევავსეთ  შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. შემდეგი სამუშაო კი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს უკავშირდება. ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.


 ზოგადი კითხვა
     რას ნიშნავს იყო ევროპელი?     




თემატური კითხვა 
  • რით განიზომება ერის კულტურა?
  •   როგორია ტრადიციის სტრუქტურა, როდის იქცევა ის ღირებულად  ან სიმახინჯედ.
  • რაში დაგვეხმარება ქართული ტრადიციების და წეს-ჩვეულებების ცოდნა?
  • როგორ აისახება ქართული ეთნოსი მწერლობაში?
                 

                    შინაარსობრივიკითხვა
  • რომელი ტრადიციებია თქვენთვის ცნობილი?
  • რა იცით ტრადიციების გავრცელების არეალზე?

No comments:

Post a Comment