Friday, February 28, 2014

დღე მეცხრე

ჩვენი ტრენინგი დასრულდა, დღეს საბოლოდ გადავხედეთ ჩვენს პროექტს და მის დამხმარე რესურსებს, მოვაწესრიგეთ ყველა საქაღალდე და წარვუდგინეთ აუდიტორიას, მოვისმინეთ რჩევები ტრენერისაგან ასევე თანამშრომლებისაგან. სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ნახვა, მითუმეტეს როცა ახალ ცოდნას იძენ. მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საინტერესო იყო, დაღლის მიუხედავად, ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდეთ საქმეს და წარმატებითაც გავართვით თავი. უახლოეს მომავალში ახალი ეტაპი დაიწყება. მე ჩემი მოსწავლეების პასუხისმგებლობის და შესაძლებლობის იმედი მაქვს და მჯერა პროექტს განვახორციელებთ და საინტერესო პრეზენტაციას შევთავაზებთ აუდიტორიას. გიორგი არავიაშვილს ვუხდი დიდ მადლობას ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის მონაწილეებს.

Sunday, February 23, 2014

დღე მერვე

           ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა, დღეს ყველა დასრულებული მასლა შევიტანეთ პორტფოლიოში,  ჩეკლისტის საშუალებით გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები,  გადავიტანეთ ბლოგზე. ბლოგზე ასევე ავტვირთე ჩემი პრეზენტაცია და  სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია. დღეს შრომატევადი სამუშაო შევასრულეთ, მაგრამ მთავარი წინ გველოდება პროექტის გეგმა  მზადაა და  განხორციელების მოლოდინშია,  მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს კოლეგებს.

დღე მეოთხე

დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ პროექტის გეგმაზე, შევავსეთ ზოგიერთი პუნქტი. შემდეგ სახელმძღვანელოში შეფასების რუბრიკას გავეცანით, ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე პროექტის სხვადასხვა ეტაპებზე, სტატეგიებზე რითაც უნდა მოხდეს პროექტის შეფასება. პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" ცხრილის გამოყენება, მეორე და მესამე ეტაპისათვის ჩვენ უნდა შევიმუშავოთ შეფასების რუბრიკა, საკმაოდ საინტერესო სამუშაო დღე იყო.

Saturday, February 22, 2014

დღე მეშვიდე

 
  დღე მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციით და შეფასებით დავიწყეთ, მოვისმინეთ როგორც ტრენერის, ასევე თანამშრომლების კომენტარები. კიდევ ერთხელ გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს, რომ დავრწმუნებულიყავით რამდენად გვაქვს გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. ამის შემდეგ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და შევავსეთ თითქმის ყველა პუნქტი, თან გადავხედეთ რამდენად სწორად გვქონდა დროში გაწერილი პროექტი. აგრეთვე ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და მის მნიშვნელობაზე.

Sunday, February 16, 2014

დღე მეექვსე

დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. ერთი მხრივ იმით, რომ შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი ნაწილი დავასრულე, მეორე მხრივ კი საინტერესო სიახლეებს დავეუფლეთ. სასიამოვნოა როცა სამუშაო ფინალისკენ მიდის. დღეს ვისწავლეთ იუთუბში ვიდეოს მონახვა და ბლოგზე ატვირთვა, ასევე დრაივში კითხვარის შექმნა, რაც დაგვეხმარება ვაწარმოოთ გამოკითხვა ინტერნეტში ჩვენთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით. ასევე კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი პრეზენტაციებს და გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება. გაკვეთილის გეგმაც თითქმის დასასრულს უახლოვდება, ჩემთვის ერთ-ერთი პრობლემური და საპასუხისმგებლო სწორედ შეფასების რუბრიკა აღმოჩნდა,გამიჩნდა უამრავი კითხვა, იმედია შევძლებ ოპტიმალური ვარიანტის შექმნას.

ჯვარული ფილმიდან ,,ხევისბერი გოჩა"

დღე მეხუთე

დღეს მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულეთ, პრეზენტაცია თითქმის დავასრულეთ და შეფასების რუბრიკა განვიხილეთ. დრაივიდან ბლოგზე გადავიტანეთ პრეზენტაცია.

Tuesday, February 11, 2014

დღე მესამე



        დღეს მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულეთ. დავასრულეთ ბროშურები, გავეცანით ჯგუფის წევრების ბროშურებს, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება მივიღეთ რეკომენდაციები ტრენერისაგან. ყოველივე ამის დასრულების შემდეგ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და შევავსეთ  შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. შემდეგი სამუშაო კი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს უკავშირდება. ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.


 ზოგადი კითხვა
     რას ნიშნავს იყო ევროპელი?     




თემატური კითხვა 
  • რით განიზომება ერის კულტურა?
  •   როგორია ტრადიციის სტრუქტურა, როდის იქცევა ის ღირებულად  ან სიმახინჯედ.
  • რაში დაგვეხმარება ქართული ტრადიციების და წეს-ჩვეულებების ცოდნა?
  • როგორ აისახება ქართული ეთნოსი მწერლობაში?
                 

                    შინაარსობრივიკითხვა
  • რომელი ტრადიციებია თქვენთვის ცნობილი?
  • რა იცით ტრადიციების გავრცელების არეალზე?

Monday, February 3, 2014

დღე მეორე

 
     
       მუშაობა დავიწყეთ წინასწარ შერჩეული პროექტის თემების განხილვით.
 ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის შინაარსი და მიზნები. მივიღეთ რჩევები
როგორც ტრენერისაგან, ასევე კოლეგებისაგან.
  •      ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის  მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ბლოგის შექმნა და გამოქვეყნება;
  • ბუკლეტის შაბლონის გაცნობა და მისი შექმნა;
  •   დრაივში მუშაობა, საქაღალდის ატვირთვა.

Sunday, February 2, 2014

დღე პირველი

   გავეცანით ერთმანეთს. განვსაზღვრეთ პროექტის მიზანები, სამუშაო გრაფიკი. გავეცანით ელექტონულ სახელმძღვანელოს შინაარსს და  რესურსებს. შევქმენით პროექტის საქაღალდე, რაშიც მოვათავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი, პროექტის გეგმის ჩეკლისტი, 21-საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს რუბრიკა.
  ვისწავლეთ ელექტრონული ფოსტის შექმნა და გამოყენება.