ტრადიციები ქართულ ლიტერატურაში
Friday, February 28, 2014
დღე მეცხრე
ჩვენი ტრენინგი დასრულდა, დღეს საბოლოდ გადავხედეთ ჩვენს პროექტს და მის დამხმარე რესურსებს, მოვაწესრიგეთ ყველა საქაღალდე და წარვუდგინეთ აუდიტორიას, მოვისმინეთ რჩევები ტრენერისაგან ასევე თანამშრომლებისაგან. სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო.
სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ნახვა, მითუმეტეს როცა ახალ ცოდნას იძენ. მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საინტერესო იყო, დაღლის მიუხედავად, ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდეთ საქმეს და წარმატებითაც გავართვით თავი. უახლოეს მომავალში ახალი ეტაპი დაიწყება. მე ჩემი მოსწავლეების პასუხისმგებლობის და შესაძლებლობის იმედი მაქვს და მჯერა პროექტს განვახორციელებთ და საინტერესო პრეზენტაციას შევთავაზებთ აუდიტორიას.
გიორგი არავიაშვილს ვუხდი დიდ მადლობას ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის მონაწილეებს.
Sunday, February 23, 2014
დღე მერვე
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა, დღეს ყველა დასრულებული მასლა შევიტანეთ პორტფოლიოში, ჩეკლისტის საშუალებით გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, გადავიტანეთ ბლოგზე. ბლოგზე ასევე ავტვირთე ჩემი პრეზენტაცია და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია. დღეს შრომატევადი სამუშაო შევასრულეთ, მაგრამ მთავარი წინ გველოდება პროექტის გეგმა მზადაა და განხორციელების მოლოდინშია, მინდა წარმატებები ვუსურვო ჩემს კოლეგებს.
დღე მეოთხე
დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ პროექტის გეგმაზე, შევავსეთ ზოგიერთი პუნქტი. შემდეგ სახელმძღვანელოში შეფასების რუბრიკას გავეცანით, ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე პროექტის სხვადასხვა ეტაპებზე, სტატეგიებზე რითაც უნდა მოხდეს პროექტის შეფასება. პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე" ცხრილის გამოყენება, მეორე და მესამე ეტაპისათვის ჩვენ უნდა შევიმუშავოთ შეფასების რუბრიკა, საკმაოდ საინტერესო სამუშაო დღე იყო.
Saturday, February 22, 2014
დღე მეშვიდე
დღე მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციით და შეფასებით დავიწყეთ, მოვისმინეთ როგორც ტრენერის, ასევე თანამშრომლების კომენტარები. კიდევ ერთხელ გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს, რომ დავრწმუნებულიყავით რამდენად გვაქვს გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. ამის შემდეგ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და შევავსეთ თითქმის ყველა პუნქტი, თან გადავხედეთ რამდენად სწორად გვქონდა დროში გაწერილი პროექტი. აგრეთვე ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და მის მნიშვნელობაზე.
Sunday, February 16, 2014
დღე მეექვსე
დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. ერთი მხრივ იმით, რომ შესასრულებელი სამუშაოს
ძირითადი ნაწილი დავასრულე, მეორე მხრივ კი საინტერესო სიახლეებს დავეუფლეთ. სასიამოვნოა როცა სამუშაო ფინალისკენ მიდის. დღეს
ვისწავლეთ იუთუბში ვიდეოს მონახვა და ბლოგზე ატვირთვა, ასევე დრაივში კითხვარის შექმნა, რაც დაგვეხმარება ვაწარმოოთ გამოკითხვა
ინტერნეტში ჩვენთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით. ასევე კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი პრეზენტაციებს და გავუზიარეთ
ერთმანეთს გამოცდილება. გაკვეთილის გეგმაც თითქმის დასასრულს უახლოვდება, ჩემთვის ერთ-ერთი პრობლემური და საპასუხისმგებლო
სწორედ შეფასების რუბრიკა აღმოჩნდა,გამიჩნდა უამრავი კითხვა, იმედია შევძლებ ოპტიმალური ვარიანტის შექმნას.
დღე მეხუთე
დღეს მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულეთ, პრეზენტაცია თითქმის დავასრულეთ და შეფასების რუბრიკა განვიხილეთ. დრაივიდან ბლოგზე გადავიტანეთ პრეზენტაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)